22:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 17:19:17, 2582 ნახვა

ეკონომიკა
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის ძირითადი მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით, რეალურ რეჟიმში განხორციელდა ანგარიშებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ტექნიკური პროცესის დემონსტრაცია.

დამსწრე საზოგადოებას ასევე წარედგინა ანგარიშგების პორტალის სტრუქტურა და ფუნქციონალი.

პრეზენტაციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ის სუბიექტები, რომლებიც ვალდებულნი არიან 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნები წარმოადგინონ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, ასევე იმ აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მათ მიეცათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია.

პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იხილეთ პრეზენტაცია

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics