07:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 11:00:45, 472 ნახვა

პოლიტიკა
რადიო „თავისუფლება“: რიგის სამიტი, სავარაუდოდ საქართველოს გააწბილებს

„რიგის სამიტი, სავარაუდოდ, გააწბილებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო „თავისუფლება“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაგზე საქართველოს, მოლდოვეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას.

„ ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. განცხადების პროექტი ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოიპოვა. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“, აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს. საქართველომ, ისევე როგორც მოლდავეთმა და უკრაინამ, 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მოსკოვის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, განცხადების პროექტი გაუგზავნეს აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, რიგის სამიტამდე შესაძლო ცვლილებების შესათავაზებლად. სამიტი 21-22 მაისს გაიმართება“,-ნათქვამია სტატიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics