|
2015-04-29 10:16:23, 525 ნახვა
საზოგადოება
სემეკმა "ვარკეთილი აირისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ვარკეთილი აირისთვის" შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადების საფუძველზე ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო. "მედიასაშუალებებით გავრცელდა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადება შპს "ვარკეთილ აირისათვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, მიწოდების შეწყვეტის მიზეზი შპს "ვარკეთილ აირის" მიერ არსებული დავალიანებაა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო საკითხის დაუყოვნებლივი შესწავლა. გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისისა" და შპს "ვარკეთილ აირის" წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის მოლაპარაკებების საფუძველზე არ მოხდება საკითხის დარეგულირება, კომისია უფლებამოსილია მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, ხვალვე ჩანიშნოს რიგგარეშე საჯარო სხდომა, სადაც საჯაროდ განიხილება აღნიშნული საკითხი და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა არ გახდეს მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვისა და მათთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი", - ნათქვამია სემეკის გუშინდელ განცხადებაში. შეგახსენებთ, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" შესაძლოა შპს "ვარკეთილ აირს" გაზმომარაგება შეუწყვიტოს. "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გაზგამანაწილებელ კომპანიას მათ მიმართ 1 64 ათასი ლარის დავალიანება წარმოექმნა, რომლის გადახდის ბოლო ვადა 20 აპრილს ამოიწურა. კომპანიას გაფრთხილება მიეცა, სადაც დავალიანების დაფარვის საბოლოო ვადად 28 აპრილის 15:00 საათი განისაზღვრა. "ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, იძულებულნი იქნებიან, შპს „ვარკეთილ აირს“ გაზმომარაგება შეუწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, მომწოდებელთან დროულ ანგარიშსწორებას ვერ შეძლებენ და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგება საფრთხის წინაშე დადგება.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)