|
2017-09-18 20:58:16, 2120 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი ხვალ კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის' სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს
საყდრისის კომიტეტი ხვალ, 11:00 საათზე, კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის'' (RMG) სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ (15.12 2015-15 03 2015წწ) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს გაასაჯაროვებს. საყდრისის კომიტეტის ინფორმაციით, დასკვნის თანახმად , ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს . „გარემოს დაცვის სამინისტრო დღემდე არ ასაჯაროვებს ინპექტირების შედეგებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას. კომპანია კი კვლავაც განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და კორუფციული გარიგებებით ცდილობს ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას - აცხადებენ საყდრისის კომიტეტის წევრები. ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი პირველად წარმოადგენს სკანდალურ სქემას - არემჯის ლობი ხელისუფლებაში“,-აღნიშნავენ საყდრისის კომიტეტში. მისამართი- მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევი 1. (აკადემ ქალაქი) საკოტაქტო პირი: ნინო ბურჭულაძე 551 19 11 55 ანა მიქაუტაძე 599 717221
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)