|
2017-09-18 15:26:48, 2364 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ტერორისტებისთვის „სამხედრო პასუხის“ გაცემას არ გამორიცხავს
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ჟილ დე კერკოვი არ გამორიცხავს, ევროკავშირმა ტერორისტებს "სამხედრო პასუხი" გასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Levif ავრცელებს. როგორც ჟილ დე კერკოვმა აღნიშნა, ევროკავშირში მცხოვრებ 82%-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბლოკის გააქტიურება სურს. მისი თქმით, რადიკალური ისლამი დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას. ხშირად ამ ადამიანებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან პირდაპირი კავშირი არც კი აქვთ. მან ასევე ამერიკაში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიც გაიხსენა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ სამხედრო პასუხს, თუმცა არ გვინდა მხოლოდ სამხედრო კუთხით მივუდგეთ საქმეს, როგორც ეს უმცროსმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა", - დასძინა კოორდინატორმა. ცნობისთვის, ჟილ დე კერკოვი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორად 2009 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)