09:35 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 11:55:13, 2041 ნახვა

საზოგადოება
„ვაკვირდები“ პოლონეთის საერთაშორისო შეხვედრას ესწრება

საზოგადოებრივი კამპანიის „ვაკვირდები“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა ეუთოს ადამიანური განზომილების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია პოლონეთის დედაქალაქში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, მათ შორის იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ომერ ფიშერი. შეხვედრის მსვლელობისას აგიტ მირზოევმა გააცნო ომერ ფიშერს წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარე საკითხები. საუბარი, ასევე შეეხო წინასაარჩევნო გარემოს და კამპანია „ვაკვირდების“ საარჩევნო პროცესებზე და უშუალოდ არჩევნებზე მონიტორინგის გეგმებს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გამოთქვამს იმედს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონკურენტუნარიან გარემოში და ადმინისტრირებული იქნება, ისე რომ დაცული იყოს კანდიდატების და ამომრჩეველთა უფლებები, ასევე იმედოვნებს, რომ დაცული იქნება გამჭვირვალობის პრინციპი. საზოგადოებრივი კამპანია „ვაკვირდები“-ს წევრები სრულიად იზიარებენ აღნიშნულ მოლოდინს და მოუწოდებენ ყველა მსურველ-მოქალაქეს შემოუერთდნენ კამპანიას, რათა ერთად დავაკვირდეთ არჩევნებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics