|
2017-09-16 16:51:01, 2007 ნახვა
საზოგადოება
429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა
429 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მესაკუთრე გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს სიტყვით მიმართა და ახალმოსახლეობა მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ 429 დევნილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება დამთავრდა და დღეს ახალი ბინები მიიღეს. ვხედავ ბავშვებს, ვხედავ ასაკოვან ადამიანებს, ყველას ერთად დღეიდან, საშუალება გექნებათ, რომ ადამიანურ პირობებში იცხოვროთ. თუმცა, ყველანი ერთად გამოვთქვამთ იმედსა და მტკიცე რწმენას, რომ ეს თითოეული თქვენგანისთვის დროებითი სახლია, რადგან ჩვენი ყველას სახლი არის ჩვენს სოხუმში, ჩვენს გაგრაში, ჩვენს გალში, ჩვენს ცხინვალსა და ახალგორში, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ მანამდე თითოეულ თქვენგანს სჭირდება სახლი. მადლობა თქვენ იმ მოთმინებისთვის, რომლითაც ამ გაჭირვებას უძლებდით წლების განმავლობაში და რომელიც დღეს დამთავრდება. ძალიან ბევრი დევნილი ჯერ კიდევ ელოდება ბინას და მათ მინდა ვუთხრა, რომ ქუთაისში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და ამას ემატება მშენებლობები წყალტუბოში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრთან ერთად, დევნილ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადასცეს. გასაღებების გადაცემის საზეიმო ცერემონია და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)