|
2017-09-15 14:38:28, 2336 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა
ლონდონის მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მედია წერს, მოქალაქეები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სადგურზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავა, ზოგ მათგანს სახის სხვადასხვა დაწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე სამართალდამცველები, მეხანზრე-მაშველები და ექიმები მუშაობენ. გადაკეტილია როგორც სადგური ასევე მიმდებარე ტერიტორია. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა სარკინიგზო 2 ხაზი გადაკეტეს. მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად განიხილება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)