|
2017-09-14 18:53:44, 2395 ნახვა
მსოფლიო
დავით საყვარელიძეს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარეს
უკრაინის პოლიციამ, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს "შეგინის" გამშვებ პუქნტზე, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხალხის უკანონო გადაყვანის საქმეში ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. ამასთან, მედია დავით საყვარელიძის Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ოქმის გადაცემის პროცესია ასახული. ოქმში აღნიშნულია, რომ დავით საყვარელიძე საზღვარზე პირთა ჯგუფის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების, უკანონო გადაყვანის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, საყვარელიძე პოლიციის განყოფილებაში ჩვენებების მისაცემად დაიბარეს. ვიდეოში ჩანს, როგორ მივიდნენ სამართალდამცველები და მესაზღვრეები ერთ-ერთ რესტორანში, სადაც საყვარელიძე იმყოფებოდა. საყვარელიძემ ჩაბარებულ ოქმს ხელი მოაწერა. "ამ დოკუმენტით ვერ გაგვაჩერებთ. მაინც გავიმარჯვებთ. ეს უბრალოდ სასაცილოა", - განაცხადა საყვარელიძემ. მისივე შეფასებით, უკრაინის ხელისუფლება მათ დევნის. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე >> https://www.facebook.com/davit.sakvarelidze/videos/10154865884130233/
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)