|
2017-09-13 04:32:49, 2010 ნახვა
საზოგადოება
შრომითი მიგრაციის რეგულირებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შრომითი მიგრაციის რეგულირებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მისცემს საშუალებას, ელექტრონული წვდომა ჰქონდეს ბაზაში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის შესახებ, რომლის საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი კი, ამ იურიდიულ პირთა მუდმივ მონიტორინგს, დარღვევების გამოვლენისას შემდგომ რეაგირებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირებას უზრუნველყოფს. პროცესში მონაცემთა გაცვლის სააგენტოც არის ჩართული. სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას, უწყებათაშორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას ემსახურება. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)