|
2015-01-15 14:03:37, 3549 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ საქართველოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი დაამტკიცა
მთავრობამ საქართველოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებია მაგისტრალური სადენების სისტემების შექმნას ითავალისწინებს. მისივე თქმით, 2000-დე დასახელბული პუნქტი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებს. „მთელი საქართელოს მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფის პროექტი დამტკიცდა. მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას , იმისთვის რომ მაგისტრალური საკაბელო სისტემა შეიქმნას მთელ საქართველოში და 2000- დე დასხლებულ პუნქტში. კერძოდ 1963 დასახლებული პუნქტისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. საუბარია მაგისტრალური სადენების სისტემების შექმნაზე კომპანია კი, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს ვალდებული იქნება 3 წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უკვე მცირე ზომით პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის საბოლოო მომხმარებლამდე მიყვანას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა . მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. „ამას დიდი მნიშვნელობა აქვს , როგორც ეკონომიკური განვითარების კუთხით ასევე სოციალური დანიშნულებით“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)