|
2017-09-12 07:12:35, 2421 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის საქმესთან დაკავშირებით 5 პირია დაკავებული
10 სექტემბერს "შეგინის" საბაჟო გამშვებ პუნქტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა 6 შესაძლო ორგანიზატორისა და მოვლენებში მონაწილე 32 პირის ვინაობაც დაადგინეს. "100-ზე მეტი ადამიანი მოწმის სახით დაიკითხა. რამდენიმე დეპუტატს უკვე გადაეგზავნა შესაბამისი წერილი, რომლის თანახმადაც ისინი უნდა გამოცხადდნენ უწყებაში და პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება. მან შესაბამის ადმინისტრაციულ ოქმს ხელი უკვე მოაწერა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს მხარდამჭერების დახმარებით გადაკვეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)