|
2017-09-12 03:06:50, 2517 ნახვა
მსოფლიო
ადვოკატი: მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც სააკაშვილია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის მარკიან გალაბალას განცხადებით, მესაზღვრეები ძალის გამოყენებით შეეცადნენ იმ ნომერში შესვლას, სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული. როგორც გალაბალამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მესაზღვრეების ქმედებები არაკანონიერია. "დილის 07:15 საათზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ სასტუმრო „ლეოპოლისში“, რათა მიხეილ სააკაშვილისთვის ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ პროტოკოლი გადაეცათ. მათი თქმით, სამართალდარღვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ამგვარ პროტოკოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 3 საათში აფორმებენ. ხოლო დღეს უკვე 12 სექტემბერია. სწორედ ამიტომაც პროტოკოლის გადაცემის მცდელობა არაკანონიერია", - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, დღეს სასტუმროში სადაც მიხეილ სააკაშვილია გაჩერებული სამართალდამცველები და მესაზღვრეები მივიდნენ. ამასთან, ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისთან“, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ ოქმს აცნობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)