|
2017-09-11 06:05:21, 2325 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 20 საბავშვო ბაღში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაციას ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს რამდენიმე ობიექტზე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. „საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩვენ 20 საბავშვო ბაღში დავიწყეთ შიდა ეზოში გზის საფარის კეთილმოწყობა. შევარჩიეთ ის ობიექტები, სადაც ყველაზე მეტად იყო დაზიანებული შიდა ეზო. გზის საფარის შეცვლასთან ერთად, საჭიროების მიხედვით, ზოგიერთ ბაღში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც, მათ შორის, მოეწყო სანიაღვრე სისტემები. პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ ბაღებს კეთილმოწყობილი ეზოები ექნებათ,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ. გლდანის რაიონში მდებარე N190-ე საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში, გარდა საგზაო სამუშაოებისა,შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ბაღს წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, რადგან ნალექიანი ამინდის დროს, ფაქტობრივად, ეზოში გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო N186-ე საჯარო ბაგა-ბაღში, სადაც ამჟამად, კანალიზაციის ქსელი იცვლება. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის სამუშაოს დაიწყებს. გლდანის რაიონის გარდა, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის, ისნის, სამგორისა და დიდუბის რაიონების ბაღებშიც. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)