|
2017-09-08 03:58:25, 2268 ნახვა
საზოგადოება
პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში გაშენებული ბაღიდან პირველი მოსავალი მიიღეს
შიდა-ქართლის რეგიონში, გორის რაიონში, ოთარ ზარიძემ, „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა-ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა-ქართლში, გორის რაიონის სოფელ კარბში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ოთარ ზარიძის ვაშლის ბაღი მოინახულეს და მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ. ოთარ ზარიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 3.99 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 39,900 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,988 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,912 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. ოთარ ზარიძემ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული. ბენეფიციარმა ასევე ისარგებლა კიდევ ერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით და შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 175,000 ლარი აიღო, ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის. „დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში სულ 1,169 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 7,703,963 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3,600 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18,202,307 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)