|
2017-09-04 03:15:24, 2269 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ აგვისტოში მილიონს გადააჭარბა
2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 122,721-ით მეტია (ზრდა +27.2%). საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ზაფხულის სეზონზე დაფიქსირდა. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც 597,527-ით მეტია გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით. (ზრდა +28%) რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ზაფხულის სეზონზე 1,421,031 შეადგინა, რაც 350,168-ით მეტია გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (ზრდა +32.7%) (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)