|
2017-09-03 09:13:38, 2430 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სახალხო ზეიმს ,,ჩაქვისთავობა" დაესწრო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ჩაქვისთავობა" დაესწრო. სახალხო ზეიმს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მტირალას ეროვნულ პარკში შეკრებილ მოზეიმეებს დღესასწაული მიულოცეს. ,,ჩაქვის მოსახლეობას, ჩემს ჩაქველებს ვულოცავ არაჩვეულებრივ დღესასწაულს ჩაქვისთავობას. სიკეთის, სიყვარულის, გვერდში დგომის, ტრადიციების, წარმატებების დღეა დღეს და ყველანი ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. წლევანდელი დღესასწაული უფრო საინტერესოა, მრავალფეროვანია პროგრამა. რა თქმა უნდა აქაურობას ჭირდება განვითარება. ჩვენ ვხედავთ წელს გნსაკუთრებით მოჭარბებულ ტურისტებს, ამოსულ სტუმრებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება აჭარაში და კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მინდა აღვნიშნო, რომ წელს იწყება გზის მშენებლობა. 600 ათასი ლარი დაიხარჯება წლევნდელი ბიუჯეტიდან, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდება დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი ლარი, რათა სრულად დაიგოს გზა, ჩაქვისთავამდე მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. ამ ულამაზეს ხეობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ტურისტული თვალსაზრისით. ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდება ამ მუნიციპალიტეტში",-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. სახალხო ზეიმი ტრადიციულია და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება. წელსაც, ტრადიციისამებრ, ხალას კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ასევე ნარდსა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები მოეწყო. ღონისძიების ბოლოს საპატიო ჩაქვისთაველები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცათ საჩუქრად. „ჩაქვისთავობა-2017" ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)