|
2017-09-03 03:06:16, 2448 ნახვა
საზოგადოება
სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი. ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. "ათეულობით მეხანძრე–მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია - საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი",-განმარტავენ შსს-ში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)