|
2017-09-02 09:20:08, 2720 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელოს რეგიონში გაეცნო. მინისტრმა სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან პირადად მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა. “აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიაწოდეს. მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. ღონისძიებების მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარია უკვე დამუშავებული და სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი,რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ფართობებში ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. ზუგდიდში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში შექმნილია მავნებელთან ბრძოლის დროებითი შტაბი. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რეგიონში შექმნილ ვითარებას გაეცნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილე შამენა გალი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო სვანეთში ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არა სახელმწიფოს ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში, შედეგი იქნებოდა გაცილებით მძიმე. სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება. უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით თავად ფერმერების აქტიურობა და ქიმიურ წამლობასთან ერთად მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაც. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)