05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 15:30:43, 610 ნახვა

საზოგადოება
ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს ელმა ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილმა ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრთან აშრაფ სალმანთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ექსპრენიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო–ეგვიპტის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

 ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრი მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მიემგზავრება, სადაც ეგვიპტის დელეგაციასთან ერთად დაესწრება 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს 24-ე შეხვედრას.

 აშრაფ სალმანმა დიდი ინტერესი გამოთქვა 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი  „TBILISI SILK ROAD FORUM“ ფორუმთან დაკავშირებით რის შესახებაც მას ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა.

 მინისტრმა ელჩს გააცნო ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გატარებული სამუშაოები. აღინიშნა, რომ ეგვიპტის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ამისათვის აუცილებლია ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენა და კორუფციასთან ბრძოლა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ა.წ. მარტში შარმ ელ–შეიხში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია და მისი შედეგები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics