|
2017-08-30 02:11:19, 2833 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის 9-10 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასიჯვები 9 სექტემბერს დაბა მესტიაში, ხოლო 10 სექტემბერს კი ჭუბერში ჩატარდება. სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. ჩატარდება ექიმის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში - გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცემა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა მედიკამენტი. (NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)