|
2017-08-27 08:34:50, 2856 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი: ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ სამუშაოები დაიწყო
საყდრისის კომიტეტის წევრები ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო. „სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება, აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა, იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს“,-აღნიშნავენ საყდრისის კომიტეტში. კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. საყდრისის კომიტეტი ბრიფინგზე ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს წამოადგენს. ბრიფინგი ' პრაიმ ტაიმის" პრეს- კლუბში 11 საათზე დაიწყება.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)