|
2017-08-26 02:54:21, 2244 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში თათბირი გამართა
ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბი მუშაობას აგრძელებს. შტაბს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. გიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში თათბირი გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საგანგებო შტაბის სხდომაზე გასული ღამის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები. მობილიზებულია ავიაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ისევ ჩაერთვება. საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)