22:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-26 01:34:50, 2272 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია და ახლა ცოცხალი ძალით მცირე კერების დამუშავება ხდება.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და ყველა გარემოება იქნება შესწავლილი. 

„ყველა კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს ცოცხალი ძალით. ჩვენ ადგილზე ვრჩებით და კოორდინირებულად, სრული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას. ადგილზე რჩება ავიაცია. ადგილზე რჩება ტექნიკა. დღეს, ძირითადად, ცოცხალი ძალით არის სამუშაო. მინდა ყველა სამსახურს დიდი მადლობა ვუთხრა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბოლო წუთამდე მეტყევეებისა და მეხანძრე-მაშველების გვერდით იდგა. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და ყველა ადგილზე ვრჩებით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics