|
2017-08-25 12:12:49, 3241 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. "საღამოს, მინისტრებთან ერთად, პირადად შემოვიარე, ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა მომდევნო დღეებში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი მომდევნო დღეებში გააგრძელებს მუშაობას. ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის რომ ასეთი წერტილოვანი კერები იქნას ოპერატიულად ჩაქრობილი. რა თქმა უნდა, გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები, ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო ბევრი თბილი სიტყვაც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის, ვინც ახლა აქ ვიმყოფებით, მთავრობის წევრის შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. იმ წერტილებში სადაც იყო სიცოცხლის რისკიც კი, ამ ადამიანებმა შეძლეს და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, ულამაზესი ტყის დიდი მასივი გადაარჩინეს განადგურებისგან. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა. დიდი მადლობა ყველას!",-აღნიშნა პრემიერმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)