|
2017-08-23 04:36:55, 2403 ნახვა
საზოგადოება
გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა. კახა გულედანის განცხადებით, ახალი გამოწვევებია რეგიონში, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა. გურიის რეგიონს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია უფრო მეტად განვითარდეს და არსებული შესაძლებლობების მეტი რეალიზება მოახდინოს. მერაბ ჭანუყვაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მას 2013-2014 წლებში ეკავა გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა. წლების მანძილზე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)