23:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 09:17:31, 2376 ნახვა

საზოგადოება
იან კელი: ფიქრით და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ

ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია რთულია და აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს, რათა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდეს.

„ფიქრით და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ. ეს ულამაზესი რეგიონია საქართველოში“,-აღნიშნა იან კელიმ.

უშუალოდ სოფელ დაბაში 5 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, ვინაიდან ცეცხლი დასახლებულ პუნქტს ძალიან მიუახლოვდა.

მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს საცხოვრებელ სახლებზე და საფრთხე არ შეექმნას მოსახლეობას. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. ასევე თურქეთიდან მომავალი 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ისინიც ჩაერთვებიან სახანძრო ოპერაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics