|
2017-08-18 17:20:44, 2339 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი“ წარუდგინა, რომელშიც მოცემულ წლებში სოფლის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციაა ასახული. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის აღნიშნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციის პროცესში წამყვანი უწყება, რომელიც ხელმძღვანელობს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს. სამოქმედო გეგმის განხილვას ესწრებოდნენ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG), დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge (NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)