|
2017-08-18 12:48:21, 2519 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ინტერპოლმაც უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე - უკრაინაში შესვლის უფლება მაქვს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანული ტელეარხის BBC-ის გადაცემა Hard Talk-ში მიიღო მონაწილეობა და წამყვანის სტივენ საკურის კითხვებს უპასუხა. საკურმა გადაცემა შემდეგი კითხვით დაიწყო - "არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული?". ამასთან, წამყვანი დაინტერესდა, თუ რატომ იმყოფება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთის დედაქალაქში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სახლი უკრაინაშია და ის ქვეყანაშ დაბრუნებას აპირებს. მისი განმარტებით ვარშავაში მეგობრებმა დაპატიჟეს. "მე მაქვს სახლი უკრაინაში, ეს ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, ასევე მაქვს სახლი საქართველოში, ხოლო პოლონეთში იმიტომ ვიმყოფები, რომ ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს. ასევე აქ იმიტომ ვარ, რომ ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას, რაც მე 10 სექტემბრისთვის დავაანონსე", - აღნიშნა სააკაშვილმა. წამყვანის კითხვაზე, როგორ შეძლებს ის უკრაინაში დაბრუნებას, თუ მოქალაქეობა არ გააჩნია, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობა მას უკანონოდ წაართვეს. "მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. თუნდაც რომ მოქალაქეობის გარეშე პირი ვიყო, უკრაინის კონსტიტუციით ვსარგებლობ ყველა უფლებით. შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით ჩამომართვა. მე უკრაინაში დაბრუნებას ვაპირებ, რათა სასამართლოში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო", - დასძინა ოდესის ოქლსი ყოფილმა გუბერნატორმა. ამის შემდგე, სტივენ საკური ყოფილ პრეზიდენტთან დებატებში ჩაერთო და აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს საექსტრადიციო მოთხოვნა და მას ოფიციალურ თბილისს გადასცემენ. გარდა ამისა, წამყვანმა მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის მოვლენები გაახსენა. "ოფიციალური კიევის თქმით, თუ შეეცდებით ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი განიხილავენ საექსტრადიციო მოთხოვნას საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით. შუამავლობის გარეშე რატომ არ წახვალთ თბილისში და არ წარსდგებით სასამართლოს წინაშე“, - მიმრთა წამყვანმა სააკაშვილს. "რადგან მე ვარ მოქმედი და წარმატებული უკრაინელი პოლიტიკოსი, მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. როდესაც საუბრობთ ე.წ. ბრალდებებზე, მათ არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, ინტერპოლმაც უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე", - უპასუხა სააკაშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)