|
2017-08-16 10:41:22, 2101 ნახვა
საზოგადოება
პეკინის ქუჩის მარცხენა მხარის მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება კვირის ბოლომდე დასრულდება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში მორიგი შეხვედრა გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული თემები განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე გზის მარცხენა მხარეს დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოები, რის შემდეგაც გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყება. „ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ამ კვირის ბოლომდე მთავრდება მარცხენა მხარეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება, რომლის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს გზის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს. პარალელურად, გაგრძელდება ტროტუარზე მიმდინარე სამუშაოები. დღეის მდგომარეობითაც გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა არ გვაქვს და შესაბამისად, ყველა ორგანიზაცია მუშაობს მაქსიმალურად კოორდინირებულად, რათა სამუშაოები გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დავამთავროთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს. „დღევანდელ სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის: როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე - პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე „Buslane”-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ. პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. (NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)