|
2017-08-15 18:26:55, 2408 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი ილია მეორეს: არ მავიწყდება ორმხრივი პირობა, რომელიც თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ერთმანეთს აღვუთქვით
როპის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაული მიულოცა. "თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს. ამასთან, ილია მეორეს დღესასწაული ასევე მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა სხვა მილოცვების წასაკითხად გადადით ბმულზე >>> მილოცვები წმ. ილია თესბიტელის დღესთან დაკავშირებით
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)