|
2017-08-14 12:27:18, 2663 ნახვა
მსოფლიო
ვირჯინიაში მიტინგის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 1 ადამიანი (ვიდეო)
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოჰაიოში, ანტიფაშისტური მიტინგი ჩატარდა. მიტინგის დროს ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, კიდევ 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსი იჯდა. მას მეორე ხარისხის მკვლელობას, განზრახ დაზიანებების მიყენებასა და დანაშაულის ჩადენის ტერიტორიის დატოვებას ედავებიან. მედიის ცნობით, ბრალდებულის დედა ინფორმირებული იყო, რომ მისი შვილი მიტინგზე დასწრებას გეგმავდა. როგორც სააგენტო წერს, "თეთრი ნაციონალისტები" უნივერსიტეტის შენობასთან დემონსტრაციას მართავდნენ და გენერალ რობრტ ლის ძეგლის დანგრევას აპროტესტებდნენ. მანიფესტაცია შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა რაც ადგილზე მემარცხენე აქტივისტები მივიდნენ. სწორედ მაგ დროს შევარდა ჯეიმს ფილდში ხალხში. ამის შედეგად 32 წლის ქალი დაიღუპა, 19 კი, მძიმედ დაშავდა. შტატ ვირჯინიაში საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული. საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მუშოაბს. აღნიშნულ თავდასხმას ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა. ტრამპმა მსგავსი ქმედებები დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)