20:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 12:02:43, 2765 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა: გამოცდებზე დარეგისტრირებული პედაგოგების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  საკვალიფიკაციო  გამოცდებზე დარეგისტრირებულ პედაგოგთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მოიხსნა მუქარა და პროფესიული განვითარება წახალისდა.

„ყველა  პედაგოგი, რომელიც გამოცდებზე გადის მეცადინეობს, მომავალ წლებში რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ეს არის გზა უკეთესი კვალიფიკაციისკენ, რაც გაზრდის მოსწავლეთა სწავლის შედეგს. ტრენინგში 30 ათასამდე პედაგოგმა მიიღო უკვე მონაწილეობა და ეს პროცესი გაგრძელდება. ტრენინგი პედაგოგებს მისცემს საშუალებას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გამოცდები ჩააბარონ და დაწინაურდნენ. ახალი სქემა გამიზნული იყო მოტივაციის ამაღლებაზე და მათი მოტივაცია წლევანდელი წლის პირველ ნახევარს დაეტყო. პედაგოგის მოტივაცია გაზრდილია“,-განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics