|
2017-08-10 18:09:02, 2361 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 11 აგვისტოს იწურება
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემის მეშვეობით, აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ, რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ, დაამატონ, წაშალონ, ან შეცვალონ ფაკულტეტები. აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან http://www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს (მაგ.; არ დააჭირა შენახვის ღილაკს). ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. 11 აგვისტოს, 18:00 საათზე აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)