20:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 14:08:28, 2743 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციამ უნდა გვითხრას, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, მმართველი გუნდის და ოპოზიციის ჯანი ბუკიკიოსთან დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ შეხვედრაზე რა პოზიციის დასათმობად არის ხელისუფლება მზად, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან ელოდება შემოთავაზებებს და ეს შემოთავაზებები აუცილებლად უნდა იყოს საფუძვლიანი.

„ფორმატთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება შევიდეს საკონსტიტუციო პროექტში, ეს არის პირველ რიგში დამოკიდებული იმ მოთხოვნებზე, რომელიც უნდა დააყენოს ოპოზიციამ. ჩვენ რა თქმა უნდა ველით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა შემოგვთავაზონ თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციების ჩამოყალიბება. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რას ითხოვს ოპოზიცია. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული, მიღებული ორი მოსმენით, ახლა ჯერი სწორედ ოპოზიციაზეა. მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ოპოზიციამ უნდა გვითხრას ჩვენ, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ცვლილებებს და არა შემთხვევაში არა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics