19:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 11:59:43, 2116 ნახვა

საზოგადოება
„ტავ ჯორჯია“: ამ ეტაპზე ავიაკომპანიები რეისებს შეფერხების და დაგვიანების გარეშე ასრულებენ

„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების დაგვიანებით შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე რეისებს ყველა ავიაკომპანია შეფერხების გარეშე ასრულებს.

„10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს.

აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1საათი და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური დაუკავშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური  საავიაციო საკომუნიკაციო სისტემის SITA-ს სათაო ოფისს.

ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს“ , - ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics