|
2017-08-10 10:33:15, 2326 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მაშველებს, შს მინისტრს და მოქალაქეებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მადლობას უხდის მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის დროს, სამუშაო ურთულეს რელიეფზე შეასრულეს. „შეუძლებელი შეძლეს და სულ რამდენიმე საათში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა. ავიცილეთ თავიდან ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობ, რომ გამორჩეული გმირობის შედეგია. მინდა, კიდევ ერთხელ, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს იმიტომ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა შს მინისტრთან და მაშველებთან ერთად, მადლობა გადაუხადა მოქალაქეებსაც, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ხანძარს ებრძოდნენ: „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მართლაც ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და მაშველებთან ერთად ებრძოდნენ სტიქიას. ჩვენ გვახასიათებს ასეთ მომენტში ასეთი კონსოლიდაცია და ეს გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად 2 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)