|
2017-08-05 17:22:46, 2408 ნახვა
საზოგადოება
გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა. ღონისძიების დასაწყისში მინისტრებმა ავღანეთში თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5000 ლიცენზია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების გაწერილი სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს. „სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ისტორიებს ელექტრონულად უკვე აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობდა საერთო სტანდარტი, რომელიც სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფდა. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა მკურნალ ექიმსა და პაციენტს სამედიცინო ისტორიაზე, გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და იმუნიზაციის სტატუსზე სრულყოფილად წვდომის საშუალებას მისცემს. ასევე, უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებულობას ინდივიდუალური რეკომენდაციების, დანიშნულების და ჩასატარებელი კონსულტაციების შესახებ. სისტემის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მკურნალობის პროცესში არასაჭირო - დუბლირებული კვლევებისა და დანახარჯების თავიდან აცილება. ელექტრონული სისტემა კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტს შორის სამედიცინო მოვლის ხარისხისა და ფინანსური ბალანსის შესახებ სრულყოფილ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, სამედიცინო დოკუმენტაციის რაციონალურად წარმოება და ჯანდაცვის პროექტების ხარჯთეფექტური მართვა იქნება შესაძლებელი“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)