13:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 19:37:31, 957 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

მისი განცხადებით, უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს საქართველოში კვირას გადმოასვენებენ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალებისათვის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დიდი დანაკლისია.

სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics