|
2017-08-04 11:32:59, 2212 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის სერვისით სარგებლობა მობილური აპლიკაცითაა შესაძლებელი
მობილური აპლიკაცია NAPR მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. აპლიკაციის გადმოტვირთვა App Store–დან და Play Market–დან არის შესაძლებელი. მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს უძრავი ქონების ამონაწერი, გაეცნოს მესაკუთრის ვინაობას, რეგისტრირებულ ფართობს და ამონაწერში ასახულ სხვა მონაცემებს, თვალი ადევნოს სარეგისტრაციო წარმოების სტატუსს და დაათვალიეროს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია. მობილური აპლიკაციით სასურველი უძრავი ქონების მოძებნა განცხადების ნომრით, პიროვნების/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებით, მისამართითა და საკადასტრო კოდით არის შესაძლებელი. ამასთანავე, GPS სენსორის მეშვეობით, 360°-ის რადიუსზე, სასურველი მიმართულებით მოწყობილობის მიტრიალებისას, აპლიკაცია ტერიტორიულად ახლომდებარე რეგისტრირებული უძრავი ქონების ჩამონათვალს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ობიექტებამდე დაშორების მანძილს აჩვენებს. გასათვალისწინებელია, რომ ძებნის ამ ფუნქციით სარგებლობისთვის GPS სისტემის გამართულად მუშაობაა საჭირო (შენობის შიგნით შესაძლოა მოწყობილობამ GPS კოორდინატები ვერ მიიღოს). მობილური აპლიკაცია უძრავ ქონებაზე 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინ სისტემაში გადამოწმების საშუალებასაც იძლევა. აპლიკაციით, ამონაწერთან ერთად, ბიტკოინ ტრანზაქციის იდენტიფიკატორისა და ბიტკოინის ჰეშის ნახვაც არის შესაძლებელი. NAPR აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის არის ხელმისაწვდომი. აპლიკაციას უახლოეს მომავალში უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების, რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის შესწორებისა და საკადასტრო გეგმის მომზადების ფუნქციები დაემატება. Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.naprapps.NAPR IOS - ttps://itunes.apple.com/app/id1235830927 (NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)