19:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 22:38:19, 3078 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, იმდენად უნდა სცემდეს პატივს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს

„როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით, მოქალაქეობის თაობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, იმდენად უნდა სცემდეს პატივს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს.

„ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მერე ყველას, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკით არის დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს და არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყენამ მომავლით უნდა იცხოვროს. ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა, არ მომეწონა და მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, უნდა იმდენად პატივს სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics