|
2017-08-02 16:43:39, 2444 ნახვა
საზოგადოება
ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7,784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. უწყების ცნობით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 4,616 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს. ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (78%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11%), სომხეთის რესპუბლიკაში (5%), ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში ხორციელდება. (NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)