|
2017-08-02 12:40:27, 2104 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ამომრჩევლებს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს: „იმისათვის, რომ მათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“,- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)