|
2017-08-02 12:25:20, 2249 ნახვა
საზოგადოება
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ 123 დევნილ სტუდენტს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა
სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 123 დევნილს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა ნაწილთან, რომლებიც სწავლობენ თბილისისა და გორის სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელშეკრულებები გაფორმდა. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ შემოვიდა 161 განაცხადი. ცნობისთვის, განაცხადების მიღება 17 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 11 ივლისს გაიმართა კომისიი პირველი სხდომა , სადაც განხილულ იქნა 129 განაცხადი, რომელთაგან 123 დაკმაყოფილდა. დარჩენილი განაცხადები კი შემდეგ კომისიის სხდომაზე იქნება განხილული. 2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ. თუმცა, ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფინანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება. 2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაახლოებით 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება. (NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)