|
2017-08-01 17:46:10, 2462 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში მაღაროს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „მაღაროს ქუჩაზე ჩვენი კონტრაქტორი კომპანია აქტიურ რეჟიმში მუშაობს - სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად იჭრება ტრანშეა, პარალელურად, მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ისარგებლებს კაპიტალურად რეაბილიტირებული ქუჩით“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩის ფართობი 2 325 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 265 513 ლარს შეადგენს.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)