|
2017-07-31 09:41:28, 2425 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გაუწიეს. ადგილზე 15-მდე სხვადასხვა მიმართულების ექიმთა ჯგუფი იყო მობილიზებული. აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. ექიმის დანიშნეულების მიხედვითკი, შესაბამისი მედიკამენტები უსასყდლოდ გადაეცათ. მრავალპროფილიანი სამედიცინო გასინჯვები მესტიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო. პროფილაქტიკური გასინჯვები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. (NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)