|
2017-07-29 14:55:47, 2537 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, გულისაშვილის, მაისურაძის, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის მშენებლობას, 5 კილომეტრიანი ქსელის მოწყობას, რომლითაც 300 ოჯახი ისარგებლებს. თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და გლდანის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ გლდანის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 832 362,30 ლარია გამოყოფილი, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ ქონსთრაქშენს თექნოლოჯის“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)