17:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 11:34:38, 2702 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იან კელი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე: ეს უკრაინის გადასაწყვეტია და ისინი საკითხს შესაბამისად მიუდგებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი უკრაინის გადასაწყვეტია.

„ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საქმე, დეტალებზე და ზოგადად კომენტარს, ვერ გავაკეთებ. ამერიკის გადმოსახედიდან, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც საერთაშორისო ვალდებულების ჭრილში, საერთაშორისო სამართლის და არსებული სამართლებრივი სისტემის ჭრილში. ეს არის უკრაინის საკითხი, უკრაინის გადასაწყვეტია და ისინი საკითხს შესაბამისად მიუდგებიან",- განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics