|
2017-07-27 13:09:23, 2157 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 46%-ისთვის უმნიშვნელოა, პარტიას ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა ეყოლება თუ არა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49%-ისთვის მნიშვნელოვანია პარტიას ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა ჰყავდეს. კერძოდ, კითხვაზე- რამდენად მნიშვნელოვანია, ან უმნიშვნელოა, რომ პარტიას, რომელიც თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, ჰყავდეს ქალი და კაცი კანდიდატების თანაბარი რაოდენობა, გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 40% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, 37% აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოა, 9%-ის შეფასებით, სრულიად უმნიშვნელოა, 5% ამბობს, რომ არ იცის. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)