|
2017-07-26 13:00:12, 2422 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. შეხვედრას საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი გაუძღვა. შეხვედრაზე განხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევისა და საქმიანობის წესი, გამგებლის გადაყენების/იმპიჩმენტის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ მარნეულის და სოფელ აღმამედლოს მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. „მადლობა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და მის კოორდინატორს, ქალბატონ მარიამ სამხარაძეს მოწვევისთვის. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რადგან ყველაზე მეტად მათი, როგორც მოქალაქეთა გააქტიურება არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ენაზე“, - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)